Saturday, April 2, 2016

პროექტის პორტფოლიო - წყალი


გავიარე ინტელის კურსი . შევისწავლე პროექტზე მუშაობა, რომელიც ძალიან დამეხმარება ჩემს პრაქტიკაში.პროექ ტზე მუშაობით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Sunday, March 27, 2016

ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის მიმართ,რათაუკეთესად გაიგოს დავალება და გაუადვილდეს ფოკუსირება შესასრულებელ მასალაზე და ღრმად ცაწვდეს საქმის მნიშვნელობას.

Sunday, March 20, 2016

გავეცანი მოსწავლის საპროექტო ნაშრომის შეფასების სქემას რომელიც ვთვლი რომ გამომადგება პროექტზე მუშაობის პროცესში, რათა ადეკვატურად შევაფასო მოსწავლეთა მიერ პროექტის მიხედვით დასახული მიზნები, შინაარსი და შემოქმედებითობა.

Saturday, March 19, 2016

დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო . გავეცანი საავტორო უფლებების გამოყენებას, შევისწავლეთ უკუკავშირის გაკეთების მეთოდები.

Sunday, March 13, 2016

 შევისწავლე შ ეფასების ინსტრუმენტები.გავეცანი შეფასების სტრატეგიებს.დავეუფლე ორგანაიზერების  სხვადასხვა სახეობების შექმნის უნარს, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან დამეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის  გამოვლენის და შემდგომი ცოდნის შეფასების დროს.

Saturday, March 12, 2016

გავდივარ პროექ ტებით სწავლების ტრენინგს. პროექტი  მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ. მომწონს პროექტზე მუშაობა.დიდი სურვილი მაქვს დავნერგო იგი ჩემს სამუშაო პრაქტიკაში, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალი უნარების განვითარებას. პროექტით მუშაობა მიმაჩნია აქტუალურად და პრიორიტეტულად. მასში ჩართულობით მოსწავლეები შეიძენენ დამოუკიდებელი კვლევის უნარებს. მიიღებენ მაღალ ცოდნას. განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, მსჟრლობის, დასკვნების გამოტანის უნარი. შეძლებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.